2017 წლის მარტში და აპრილში ირმა ინაშვილის შენატანის ოდენობა თვეში 1500 ლარი იყო, ხოლო მაისში, ივნისში, ივლისსა და დეკემბერში 2500 ლარს.
საქველმოქმედო ფონდი ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა 2017 წლის მარტში დააფუძნეს. ფონდის შექმნის მიზანს გაჭირვებული ადამიანების დახმარება წარმოადგენს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ტანსაცმელი, საკვები ან ფულადი თანხა შესწიროს.
ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები საკუთარი ხელფასიდან ფონდში საქველმოქმედო შენატანებს ყოველთვიურად მოახდენდნენ, პირადად თვითონ კი თვეში 1500 ლარს გაიღებდა.
პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სხვა დეპუტატების მიერ ფონდში განხორციელებული შენატანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დეკლარირებული არ არის.